პროდუქციის გამოყენების, დაბრუნების და გაცვლის პირობები
წინამდებარე პირობები ვრცელდება კომპანია კლუბიკის მიერ შეთავაზებულ პროდუქციაზე. აუქციონის წესით შეძენილი სხვა პროდუქციის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ გამყიდველ ორგანიზაციას.
შეძენილი პროდუქციის გამოყენების ზოგადი წესები:
- პროდუქციის შეძენამდე, მნიშვნელოვანია ყველა ტექნიკურ მახასიათებელთან გაცნობა, რომ სწორად დადგინდეს მისი შესაბამისობა მყიდველის წინაშე არსებულ საჭიროებებთან;
- შეძენილი პროდუქციის გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს მწარმოებლის ინსტრუქციების მიხედვით;
ინსტრუქციების ნახვა შესაძლებელია:
- პროდუქციის თანმხლებ დოკუმენტაციაზე;
- მწარმოებლის ვებსაიტზე;
- www.klubik.ge საკონტაქტო ნომერზე დაკავშირებით, ან ონლაინ ჩატში, შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტებთან გასაუბრებით.
- კატეგორიულად აკრძალულია:
- პროდუქციის არადანიშნულებისამებრ გამოყენება;
პროდუქციის დაბრუნების / შეცვლის პირობები:
ზოგადი:
ტექნიკური წუნის ან/და დადგენილი ვიზუალური დეფექტის გამო, პროდუქციის დაბრუნება ხდება მისი შეძენიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში;
დაბრუნების ძირითად პირობებს განსაზღვრავენ გამყიდველი მაღაზიები, მათი შიდა პოლიტიკის შესაბამისად;
კონკრეტულ მაღაზიაში არსებული გარანტიები, დაბრუნების და გაცვლის პირობები, ზუსტი ანალოგიით ვრცელდება პროდუქციის www.klubik.ge -ზე გაყიდვის შემთხვევაში;
პროდუქცია უნდა შემოწმდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე. ხარვეზის/წუნის აღმოჩენის შემთხვევაში:
დაბრუნების პროცესის წამოსაწყებად, საჭიროა www.klubik.ge-ს ცხელ ხაზზე აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები: შეკვეთის/საქონლის კოდი,
ტრანსაქციის (გადახდის) დამადასტურებელი ინფორმაცია;
ქცევის ინსტრუქცია, თუ პროდუქციის გახსნისთანავე (ან ყუთიდან ამოღებისთანავე) აქვს ვიზუალური დეფექტი:
- გადაიღეთ ვიზუალური დეფექტის ფოტოსურათები;
პროდუქციის ყიდვიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში, დაუკავშირდით www.klubik.ge-ს და მიაწოდეთ ფოტომასალა, შეკვეთის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ხარვეზის დეტალური აღწერილობა;
თუ შეძენილ პროდუქციას გაყიდვიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში აღმოაჩნდება ქარხნული დეფექტი (არ პასუხობს მწარმოებლის მიერ მისთვის განსაზღვრულ დანიშნულებას):
ზოგადი:
- დაზიანებული პროდუქცია აღნიშნულ ვადაში უნდა წარედგინოს იმ სერვის-ცენტრს, რომელიც ემსახურება კომპანია კლუბიკს;
- პროდუქცია, რომელზეც დადასტურდება ქარხნული დეფექტი, შეიცვლება კომპანია კლუბიკის მიერ დადგენილი წესით.
- ყურადღება: პროდუქციის შეცვლა დაშვებულია მხოლოდ სრული კომპლექტაციით, აუცილებელია ყუთის და ყველა აქსესუარის შენახვა;
უკან დაბრუნების / შეცვლის ტრანსპორტირების ხარჯები:
შ.პ.ს. „კლუბიკი" აანაზღაურებს პროდუქციის დაბრუნების / შეცვლის ტრანსპორტირების ხარჯებს, იმ შემთხვევაში, თუ:
- მომხმარებელთან მიტანილი პროდუქცია არ შეესაბამება შეკვეთაში არსებული პროდუქციის მახასიათებლებს;
- პროდუქცია მყიდველის მისამართზე მიტანილ იქნა 3 სამუშაო დღის დაგვიანებით;
- პროდუქცია დაზიანდა მიტანის პროცესში (გარეგანი დაზიანებები);
- დადასტურდა ტექნიკური წუნი და ვიზუალური დეფექტი;