Klubik Auction
ყიდვა გაყიდვა
08:41:44

კომპანია კლუბიკი 2017 წლიდან საქმიანობს. საწყის ეტაპზე ჩვენი სამოქმედო არეალი იყო საზოგადოებრივ ინტერიერში იატაკის მიწოდებისა და მისი მოწყობის სამუშაოები. პირველივე ხანებში მოგვიწია თანამშრომლობამ საქართველოში მოქმედ სხვადასხვა დიდ ორგანიზაციასთან, როგორიცაა ჯეოსელი, ალადაშვილის საავადმყოფო, ვენდისი, რუხის მრავალპროფილური კლინიკა და სხვ. გასული წლების მანძილზე შესრულებული პროქტების შესახებ წარმოდგენის შექმნა შეგიძლიათ შესაბამის გვერდზე პროექტები.

ამ საწყისი მიმართულების გარდა, თანდათანობით შევიძინეთ გამოცდილება, ცოდნა და სათანადო უნარ-ჩვევები საიმისოდ, რომ გვეწარმოებინა არაერთი სამუშაო საზოგადოებრივი ინტერიერის რენოვაციის სხვა მიმართულებებით. ამ მიმართულებების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი კომპანიის პრეზენტაციაში.

წლეულს კი, 2024 წელს საფუძველი ეყრება აუქციონის სავავჭრო პლატფორმას, რომელიც წარმოადგენს სიახლეს ქართულ ელექტრონულ კომერციაში. ამ ვებსაიტზე განთავსდება სამშენებლო-სარემონტო პროდუქცია, საყოფაცხოვრებო ნივთები თუ ინტერიერის მოწყობისთვის საჭირო საქონელი პირდაპირ ადგლობრივი იმპორტიორებისგან, რომელთა შეძენას მომხმარებლები შეძლებენ აუქციონის წესით, შეღავათიან ფასად.

ასევე, ჩვენი საქმიანობის ახალ მიმართულებას წარმოადგენს ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლების შენება ინოვაციური ტექნიკით, რითაც მიიღწევა მშენებლობის სისწრაფე მინიმალური ნერვული და ფინანსური დანახარჯებით. უფრო მეტიც, სახლის მესაკუთრე თავადაც შეძლებს ამგვარი სახლის შენებას, რასაც დასჭირდება ჩვენი მინიმალური მონაწილეობა.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი კომპანია და ეს ვებსაიტი გაგიწევთ სასარგებლო მეგზურობას და დახმარებას თქვენთვის საჭირო არაერთ სფეროში.