ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის / ინტერნეტმაღაზიაში ვაჭრობის წესები და პირობები
1. ტერმინების განმარტება
1.1. ვებსაიტი - ვებსაიტი www.auction.klubik.ge
1.2. მმართველი კომპანია - ვებსაიტის www.auction.klubik.ge-ს მესაკუთრე კომპანია, შ.პ.ს. „კლუბიკი“ (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ს/კ: 402060595).
1.3. მყიდველი - მომხმარებელი, წარმოდგენილი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის სახით, რომელიც იძენს პროდუქციას ვებსაიტის მეშვეობით.
1.4. გამყიდველი - მომხმარებელი, წარმოდგენილი მმართველი კომპანიის ან სხვა იურიდიული პირის სახით, რომელიც ვებსაიტის მეშვეობით ათავსებს და ყიდის პროდუქციას.
1.5. მომხმარებელი - ვებსაიტით მოსარგებლე ფიზიკური ან იურიდიული პირი.
1.6. განცხადება - ვებსაიტზე შესაბამისი თანმიმდევრობით განთავსებული ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის შესახებ.
1.7. პროდუქცია - ვებსაიტის მეშვეობით გასაყიდად შეთავაზებული ნივთი.
1.8. მომსახურება - ვებსაიტის მმართველი კომპანიის მიერ ვებსაიტის მეშვეობით გაწეული საქმიანობა მყიდველისა და გამყიდველის ერთმანეთთან დასაკავშირებლად, პროდუქციის რეალიზების მიზნით.
1.9. საგარანტიო თანხა -
2. ზოგადი წესები და პირობები
2.1. წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, მომხმარებელს გააცნოს ვებსაიტის გამოყენების წესები, მათ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და კონფიდენციალობის პოლიტიკის საკითხები, ვებსაიტზე პროდუქციის განთავსებისა და აუქციონის წესით შეძენის პირობები.
2.2. ნებისმიერი პირი, რომელსაც სურს, ისარგებლოს ვებსაიტით - www.auction.klubik.ge, მიიღოს მონაწილეობა აუქციონში და/ან ივაჭროს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით, უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს წინამდებარე წესებსა და პირობებს.
2.3 ვებსაიტით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომელთაც, რომელიმე მოქმედი იურისდიქციის კანონმდებლობით, არ ეკრძალებათ ან ეზღუდებათ სარგებლობა ინტერნეტსერვისებით.
2.4 რეგისტრაციისას სხვა პირის მონაცემების მითითება აკრძალულია. ასეთი შემთხვევის დაფიქსირებისას, მმართველი კომპანია იტოვებს უფლებას, წაშალოს მომხმარებლის ანგარიში, დაბლოკოს მისი IP მისამართი, მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.
2.5 მმართველი კომპანიის მიზანს არ წარმოადგენს მომხმარებლების მხრიდან ნებისმიერი მოქმედი კანონმდებლობის დარღვევაში ხელის შეწყობა.
2.6 ვებსაიტის მოხმარებით, მომხმარებლები ადასტურებენ, რომ მათ მიერ მომსახურებით სარგებლობა შეესაბამება ყველა მოქმედ, მათ შორის საგადასახადო კანონმდებლობას. მმართველი კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ მომსახურების უკანონო ან არაავტორიზებულ გამოყენებაზე.
2.7. იმ შემთხვევაში, თუკი პირი არ ეთანხმება ვებსაიტით სარგებლობის, აუქციონში მონაწილეობისა და/ან ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ვაჭრობის წესებსა და პირობებს, უნდა შეწყვიტოს ვებსაიტით სარგებლობა.
2.8. წესებისა და პირობების გაცნობა და მათზე დათანხმება არ წარმოშობს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის/ინტერნეტმაღაზიის მეშევეობით რაიმეს შეძენის ვალდებულებას.
2.9. თანხმობის შემთხვევაში, წინამდებარე წესები და პირობები ხდება სავალდებულო მომხმარებელსა და ვებსაიტის მმართველ კომპანიას შორის ურთიერთობებში და ენიჭება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული მნიშვნელობა.
2.10. ვებსაიტის აუქციონში მონაწილეობა დაუშვებელია არასრულწლოვან პირთათვის.
2.11. ვებსაიტის ცალკეულ გვერდებზე გამოსული შეტყობინებები, რომლებიც ატარებს წესებისა და პირობების შინაარსს, წარმოადგენს წინამდებარე დოკუმენტის განუყოფელ ნაწილს და განიმარტება მასთან ერთად.
2.12. ვებსაიტის მმართველი კომპანია არ უზრუნველყოფს ვებსაიტის უწყვეტ და ხარვეზების გარეშე ფუნქციონირებას. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ხარვეზებიდან წარმოქმნილ შეფერხებებზე. მომხმარებელი უნდა აცნობიერებდეს, რომ აუქციონი ტარდება ელექტრონულად და დამოკიდებულია აპარატურასა და პროგრამულ ურუნველყოფაზე, რასაც, შესაძლოა, წარმოექმნას მოულოდნელი ხარვეზი (ები). მმართველ კომპანიას უფლება აქვს, გააუქმოს ბიჯი და /ან აუქციონის შედეგები და ხელახლა გაიტანოს აუქციონზე ლოტი, რომელზეც ვებსაიტის გაუმართაობამ მოახდინა გავლენა. მმართველი კომპანიის ეს გადაწყვეტილება საბოლოოა.
2.13. მმართველი კომპანია წარმოადგენს შუამავალს გამყიდველსა და მყიდველს შორის. მმართველი კომპანია არ არის არცერთი განცხადების ავტორი, ორგანიზატორი, თანამონაწილე, გამყიდველი, მყიდველი ან მრჩეველი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის მოქმედებს როგორც გამყიდველი. ამ შემთხვევაში, წინამდებარე წესები მას შეეხება იმგვარად, როგორც გამყიდველს.
2.14 მმართველი კომპანია არ იძლევა გარანტიას და პასუხს არ აგებს ვებსაიტზე განთავსებულ განცხადებაში მოცემული პროდუქციის უფლებრივ/ნივთობრივ ნაკლზე, ხარისხზე, უსაფრთხოებაზე და აღწერაში მითითებულ ინფორმაციასთან მის შესაბამისობაზე/სიზუსტეზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ის გვევლინება გამყიდველის როლში.
2.15. მმართველი კომპანიის მიერ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხებში მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და კონფიდენციალობის პოლიტიკა. ამ პოლიტიკის მარეგულირებელი დოკუმენტი წარმოადგენს წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს და ენიჭება იდენტური სამართლებრივი სტატუსი.
2.16. ვებსაიტზე წარმოდგენილი ლოგოების, ფოტომასალის თუ ნებისმიერი სხვა მასალის საავტორო უფლებები დაცულია და მათი გამოყენება და გავრცელება აკრძალულია. ვებსაიტზე არსებული ინფორმაციის გამოყენება პირადი და კომერციული მიზნებისთვის აკრძალულია.
2.17. ვებსაიტზე წარმოდგენილი პროდუქციის სურათები, შესაძლოა, განსხვავდებოდეს მისი ამჟამინდელი მდგომარეობისგან და /ან სხვანაირად ჩანდეს სურათში (განსხვავებული ფერები, ზომა), ვიდრე იგი არის სინამდვილეში.
2.18. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ მას შეეძლო შეძენამდე ენახა ნივთი, შეემოწმებინა და განესაზღვრა მისი მდგომარეობა, ზომა, შეკეთება/რესტავრაციის საჭიროება.
2.19. მომხმარებელი აცნობიერებს და ეთანხმება იმ ფაქტს, რომ მმართველი კომპანია და მისი თანამშრომლები არ იღებენ პასუხისმგებლობას ნებისმიერი მიზეზით გამოწვეულ ზიანზე და მის კომპენსაციაზე.
2.20. მმართველი კომპანია არ უზრუნველყოფს შეძენილი ნივთების ტრანსპორტირებას (თუკი სხვა რამ არ არის მითითებული). ის არ იღებს პასუხისმგებლობას მის მიერ რეკომენდირებულ საკურიერო სერვისზე (ებზე) და ტრანსპორტირებისას წარმოქმნილ რაიმე ზიანზე.
2.21. ინტეგრირებული მომსახურების (როგორიცაა, მაგალითად, განვადებით პროდუქციის შეძენა ან სხვ.) მომწოდებლების პირობები ავსებს წინამდებარე წესებსა და პირობებს მანამ, სანამ ისინი არ ეწინააღმდეგება მათ. ნებისმიერი ასეთი ინტეგრირებული მომსახურების გამოყენებით, მომხმარებელი ეთანხმება აღნიშნულ პირობებს და პასუხისმგებელია მათ დაცვაზე. წინამდებარე წესებსა და პირობებსა და ნებისმიერი სხვა ინტეგრირებული მომსახურების წესებსა და პირობებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, წინამდებარე წესებსა და პირობებს ენიჭება უპირატესი ძალა მმართველ კომპანიასა და მომხმარებელს შორის სამართლებრივი ურთიერთობისას.
2.22 ვებსაიტის შინაარსის ნებისმიერი რეპროდუქცია, გავრცელება ან ხელახალი გავრცელება, სრულად ან ნაწილობრივ, ნებისმიერი საშუალებით (მათ შორის, ქეშირებით, თავიდან შექმნით), გაყიდვა, გადაყიდვა, განმეორებითი გადაცემა ან მესამე მხარისთვის ხელმისაწვდომობის გაჩენა, იკრძალება. იმ შემთხვევაში, თუკი, მომსახურების ფარგლებში, შესაძლებელია რაიმე მასალის გადმოწერა ან ბეჭდვა, ის ნებადართულია მხოლოდ ერთ აპარატზე და მომხმარებლის მხოლოდ პირადი, არაკომერციული გამოყენებისთვის.
2.23 განცხადების განთავსებით, გამყიდველი ადასტურებს, რომ მას აქვს პროდუქციის რეალიზაციის უფლება.
2.24 ვებსაიტზე განცხადების განთავსების უფლება, აუქციონის წესით პროდუქციის გაყიდვის შესახებ, აქვთ იურიდიულ პირებს.
2.25 მმართველი კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას და არ გასცემს გარანტიას ვებსაიტის მეშვეობით შეთავაზებულ პროდუქციაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის მოქმედებს, როგორც გამყიდველი. იმ შემთხვევაში, თუ თავად გამყიდველი ავრცელებს გარანტიას შესასყიდ პროდუქციაზე, ამგვარი მითითება აისახება ვებსაიტის შესაბამის ველში.
3. რეგისტრაციის პირობები
ა. ვებსაიტზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
ბ. აუქციონის ფორმით, ასევე ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით პროდუქციის შეძენა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
3.1. ფიზიკური პირის რეგისტრაციის ეტაპები:
3.1.1. პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად არის ქმედუნარიანი, სარეგისტრაციო ელექტრონულ ფორმაში ავსებს შემდეგ ველებს: მომხმარებლის სახელი, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, ქალაქი, მისამართი, ტელეფონი, ელ.ფოსტა, პაროლი, რის შემდეგაც ფიზიკური პირი ეცნობა წესებსა და პირობებს და შესაბამისი უჯრის მონიშვნით, ეთანხმება მათ ელექტრონულად.
3.2. იურიდიული პირის რეგისტრაციის ეტაპები:
3.2.1. იურიდიული პირი შესაბამის სარეგისტრაციო ელექტრონულ ფორმაში ავსებს შემდეგ ველებს: მომხმარებელი, საიდენტიფიკაციო კოდი, ორგანიზაციის დასახელება, წარმომადგენლის სახელი, წარმომადგენლის გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, ტელეფონი, ქალაქი, მისამართი, ელ.ფოსტა, პაროლი, რის შემდეგაც პირი ეცნობა წესებსა და პირობებს და შესაბამისი უჯრის მონიშვნით, ეთანხმება მათ ელექტრონულად.
4. ავტორიზაცია
4.1. ვებსაიტზე დარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის ავტორიზაცია შესაძლებელია შესაბამის ფორმაში მომხმარებლის სახელის, პაროლის და უსაფრთხოების ერთჯერადი კოდის შეყვანის გზით, რომელიც იგზავნება მომხმარებლის მიერ ვებსაიტზე რეგისტრაციისას მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
5. აუქციონში მონაწილეობის მიღება
5.1. ავტორიზაციის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, აუქციონის გზით შეიძინოს ვებსაიტზე განთავსებული პროდუქცია.
5.2 მომხმარებელმა, რომელსაც სურს, მონაწილეობა მიიღოს აუქციონში, საგარანტიო თანხა უნდა გადაიხადოს თითოეული ლოტისთვის ცალ-ცალკე.
5.3. ავტორიზებული მომხმარებელი ირჩევს კონკრეტულ პროდუქციას და სურვილის შემთხვევაში გადააქვს „ამორჩეულ ლოტებში“. შერჩეული პროდუქციის გვერდის გახსნის შემდგომ, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს აუქციონში მონაწილეობა. აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).
5.4 მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ინფორმაციას აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვ.) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.
5.5 მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა შესაბამისი პროდუქციის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ქონების ფასს.
5.6 აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს პროდუქციაზე ყველაზე მაღალი ფასის დადებას.
5.7 აუქციონი ცხადდება დასრულებულად ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.
5.8 აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა აუქციონში გამარჯვებულ პირებს და აუქციონის სხვა მონაწილეებს მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე და მობილური ტელეფონის ნომერზე უგზავნის შესაბამის შეტყობინებას აუქციონის შედეგების შესახებ.
5.9 აუქციონში მონაწილეობით, მყიდველი იღებს ვალდებულებას, რომ მის მიერ გამარჯვების შემთხვევაში, მოგებული პროდუქციის მიღების მიზნით, გამოცხადდება გამყიდველის/ პროდუქციის ადგილმდებარეობის ფიზიკურ მისამართზე.
5.10 აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების შესყიდვის სრული ღირებულება უნდა გადაიხადოს კონკრეტულ ლოტზე მითითებულ ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუქციონში მონაწილეობისთვის გადახდილი საგარანტიო თანხა რჩება მმართველ კომპანიას. ასეთ შემთხვევაში, გამარჯვებულად ცხადდება აუქციონში რიგით მეორე მონაწილე კანდიდატი. ანალოგიური პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, რიგით მესამე და ა.შ.
5.11 აუქციონის ჩაშლის შემდგომ, იგივე ლოტის აუქციონი, შესაძლებელია, გაიმართოს ხელახლა.
5.12 პროდუქციის შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს განვადებით, თუკი შესაბამისი მითითება მოცემულია პროდუქციის აღწერილობის გვერდზე. ასეთ შემთხვევაში, განვადების ხელშეკრულება იდება პარტნიორ ბანკსა და მყიდველს შორის.
6. საგარანტიო თანხის დაბრუნების პირობები
6.1 აუქციონში დამარცხებულ მონაწილეს და აუქციონში რეგისტრირებულ პირს, რომელმაც მონაწილეობა არ მიიღო სააუქციონო ვაჭრობაში, საგარანტიო თანხა დაუბრუნდება აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში.
6.2 საგარანტიო თანხის უკან დაბრუნება არ ხდება შემდეგ შემთხვევებში:
6.2.1 აუქციონში გამარჯვებული პირი დადგენილ ვადაში არ უზრუნველყოფს მოგებული ნივთის გატანას
6.2.2 აუქციონში გამარჯვებულმა პირმა სხვა მხრივ დაარღვია წინამდებარე წესები და პირობები.
7. მხარეთა უფლება-მოვალეობები
7.1 მმართველი კომპანია უფლებამოსილია:
7.1.1 მომხმარებლების წინასწარი თანხმობის გარეშე შეცვალოს აუქციონში მონაწილეობის მიღების წესი, ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით პროდუქციის შეძენის წესი ან სხვა პირობები ნებისმიერ დროს.
ეს ცვლილება (ები) იმთავითვე ხდება წინამდებარე დოკუმენტის განუყოფელი ნაწილი. ასეთ შემთხვევაში, მმართველი კომპანია მიუთითებს წესებისა და პირობების განახლების თარიღს, ხოლო ინფორმაციას ამგვარი ცვლილების (ების) შესახებ განათავსებს ვებსაიტის საწყისი გვერდის თავში, გამორჩეული ფერით და ასევე, სიახლეების განყოფილებაში. წესებისა და პირობების ამგვარად კონსოლიდირებული ვარიანტი ძალაში შედის ვებსაიტზე გამოქვეყნებისთანავე. წესებსა და პირობებში ცვლილების (ების) შეტანის შემდგომ ვებსაიტით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება აღნიშნულ ცვლილებებს.
7.1.2 შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო ქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზის გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებსაიტს ან მმართველ კომპანიას.
7.1.3 წინამდებარე წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში, წაშალოს გამყიდველის ერთეული ან ყველა განცხადება, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, დაბლოკოს ეს მომხმარებელი და მისი IP მისამართი.
7.1.4 ამა თუ იმ მიზნით, ერთი და იგივე პირის მიერ, სხვადასხვა გამყიდველის სახელით განცხადების განთავსების/ამგვარი მცდელობის შემთხვევაში, წაშალოს ამ პირის ცალკეული ან ყველა განცხადება და დაბლოკოს ეს მომხმარებელი და მისი IP მისამართი. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტში აღნიშნული ქმედებით კომპანიას მიადგა მატერიალური ან/და არამატერიალური (რეპუტაციული) ზიანი, კომპანია უფლებამოსილია, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება სრულად.
7.1.5 არ განათავსოს ან შეუზღუდოს მომხმარებელს ვებსაიტზე წვდომა, თუ:
ერთი და იგივე მომხმარებელი განათავსებს ორ ან მეტ იდენტურ განცხადებას.
განცხადება არის მცდარი, არაზუსტი, მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი.
შეიცავს ინფორმაციას მოპარული, ან სხვაგვარად არაკანონიერი გზით მოპოვებული პროდუქციის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ მმართველი კომპანია, პროდუქციის ვებსაიტზე განთავსებისას, არ აგროვებს ინფორმაციას პროდუქციაზე საკუთრების უფლების კანონიერების შესახებ. თუმცა, ეს მუხლი გავრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა მისთვის, ნებისმიერი წყაროდან ცნობილი ხდება ამგვარი გარემოების არსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, მმართველი კომპანია უფლებამოსილია, ერთპიროვნულად ისარგებლოს წინამდებარე მუხლით მინიჭებული უფლებით, რაც გულისხმობს განთავსებაზე უარს, მის წაშლას ან წვდომის შეზღუდვას და უფლებამოსილია, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაწყვიტოს ერთპიროვნულად, მისცეს თუ არა მომხმარებელს უფლება, განათავსოს/განაახლოს განცხადება ან დაიბრუნოს მასზე წვდომა, თუ გამყიდველი დაუსაბუთებს პროდუქციის კანონიერ მესაკუთრეობას.
ლახავს მესამე პირთა მატერიალურ და არამატერიალურ უფლებებს.
არის შეურაცხმყოფელი და რაიმე ნიშნით დისკრიმინაციული შინაარსისა.
შეიცავს განცხადების ობიექტისგან განსხვავებულ აღწერას.
შეიცავს პორნოგრაფიულ, თამბაქოსთან, ალკოჰოლთან დაკავშირებულ შინაარსს.
არღვევს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პირობებს.
შეზღუდოს არასრულწლოვანი პირის მიერ ვებსაიტის მეშვეობით პროდუქციის შეძენა.
7.1.6 მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე, დაამუშაოს მისი პერსონალური ინფორმაცია, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და კონფიდენციალობის პოლიტიკის შესაბამისად.
7.2 მმართველი კომპანია ვალდებულია:
7.2.1 არ გასცეს მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაცია და სხვარიგ დაიცვას მათი კოფიდენციალობა მესამე პირებთან მიმართებაში
7.2.2 დროულად გამოეხმაუროს მომხმარებელთა მხრიდან დასმულ შეკითხვებსა თუ პრეტენზიებს
7.2.3
7.3 მომხმარებელი უფლებამოსილია:
7.4 მომხმარებელი ვალდებულია:
7.4.1 რეგისტრაციისას მიუთითოს ნამდვილი მონაცემები. რეგისტრაციისას სხვა პირის მონაცემების მითითება აკრძალულია. ასეთი შემთხვევის დაფიქსირებისას, მმართველი კომპანია იტოვებს უფლებას, წაშალოს მომხმარებლის ანგარიში, დაბლოკოს მისი IP მისამართი, მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.
7.4.1 არ გაუმჟღავნოს მესამე პირს საკუთარი ანგარიშის სახელი და პაროლი.
7.4.2. ამ შინაარსის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ნებისმიერი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, შეცვალოს პაროლი.
7.4.3 ეკისრება რა მას პასუხისმგებლობა კომპიუტერსა და ნებისმიერ სხვა მოწყობილობაზე, ისევე როგორც ინტერნეტზე წვდომის საჯარო ადგილებში, ანგარიშის სახელისა და პაროლის უსაფრთხოებაზე, ასევე, რაიმე ვირუსის ან ვირუსული პროგრამის მეშვეობით ანგარიშის „გატეხვაზე “თუ ნებისმიერ დანაკარგზე, დაუყოვნებლივ აცნობოს მმართველ კომპანიას ანგარიშის გატეხვის ან უსაფრთხოების დარღვევის ნებისმიერი მცდელობის შესახებ.
7.4.4 არ გამოიყენოს ვებსაიტი იმგვარად, რომ ხელყოს მმართველი კომპანიის ან ნებისმიერი მესამე მხარის ინტელექტუალური საკუთრების უფლებები.
7.4.5 გადაამოწმოს მისი იურისდიქციის შესაბამისი კანონმდებლობა ვებსაიტზე დარეგისტრირებამდე და მომსახურების მიღებამდე, რაც გამორიცხავს, სხვებს შორის, მის მიერ ვებსაიტზე განთავსებული განცხადების შინაარსის შეუსაბამობას საქართველოს მოქმედ განონმდებლობასთან.
7.4.6 ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის შესახებ განათავსოს ვებსაიტზე მითითებული ვიდეონსტრუქციის მიხედვით.
7.4.7 უზრუნველყოს, რომ გასაყიდი პროდუქცია სრულად შეესაბამებოდეს განცხადებაში მოცემულ აღწერას. იმ შემთხვევაში, თუ მითითებული მახასიათებლები არ შეესაბამება პროდუქციას და ამ ფაქტით კომპანიას მიადგა მატერიალური ან/და არამატერიალური (რეპუტაციული) ზიანი, გამყიდველი ვალდებულია, კომპანიას აუნაზღაუროს აღნიშნული ზიანი სრულად.
7.4.8 არ მიუთითოს განცხადებაში მისი ან სხვა ვებსაიტის მისამართი. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, კომპანიას უფლება აქვს, არ განათავსოს ამგვარი განცხადება ან/და დაბლოკოს მომხმარებლის ანგარიში. ასევე, თუ აღნიშნული ქმედებით კომპანიას მიადგა მატერიალური ან არამატერიალური (რეპუტაციული) ზიანი, გამყიდველი ვალდებულია, აანაზღაუროს აღნიშნული ზიანი სრულად.
7.4.9. აიღოს სრული პასუხისმგებლობა ვებსაიტზე მის მიერ განთავსებული პროდუქციის ნებისმიერ უფლებრივ/ნივთობრივ ნაკლზე, ხარისხზე, უსაფრთხოებაზე და აღწერაში მითითებულ ინფორმაციასთან შესაბამისობაზე/სიზუსტეზე.
7.4.10 არ განათავსოს ერთი და იგივე შინაარსის განცხადება. ყოველი განცხადების შინაარსი უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.
8. ვებსაიტი www.auction.klubik.ge-ს ერთიანი ანგარიშსწორების სისტემა
ელექტრონული აუქციონის სისტემა www.auction.klubik.ge-ზე აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა და აუქციონის გზით შესაძენი პროდუქციის სარეალიზაციო საფასურის (გარდა ეტაპობრივად გადასახდელი საფასურისა) გადახდა შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, კერძოდ:
8.1 საბანკო პლასტიკური ბარათით, ელექტრონული საფულის Unipay მეშვეობით;
8.2 ელექტრონული საბანკო გადარიცხვის მეშვეობით (ინტერნეტ ბანკინგი);
8.1.1 საბანკო პლასტიკური ბარათით ანგარიშსწორებისას, მომხმარებელი გადადის შესაბამის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.
8.1.2 საგარანტიო თანხის გადახდის ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად მოიპოვებს შესაბამის აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე აუქციონის დასრულებამდე.
8.1.3 მას შემდეგ, რაც www.auction.klubik.ge-ს სისტემის მიერ შესაბამისი სერვისის მეშვეობით აუქიონის შედეგები ეცნობება ბანკს, რომლის საგადახდო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:
- აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა /სარეალიზაციო საფასური ავტომატურად ჩამოიჭრება მომხმარებლის ანგარიშიდან და გადაირიცხება მმართველი კომპანიის ანგარიშზე;
- აუქციონში დამარცხებულ მომხმარებელს, ასევე აუქციონში რეგისტრირებულ პირს, რომელმაც მონაწილეობა არ მიიღო სააუქციონო ვაჭრობაში, საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.
8.1.4 საბანკო პლასტიკური ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელს საბარათე ანგარიშზე უნდა გააჩნდეს თანხა იმ ოდენობით, რომ დაიფაროს საგარანტიო თანხა/სარეალიზაციო საფასური და ბანკის საკომისიო, რომელიც მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.
8.1.5 მითითებული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში. აუქციონში დამარცხების, ასევე სააუქციონო ვაჭრობაში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.
8.2 ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი („ინტერნეტ ბანკინგი“):
8.2.1 მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო თანხის/სარეალიზაციო საფასურის გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის („ინტერნეტ ბანკინგის“) გამოყენებით.
8.2.2 აღნიშნული მეთოდით თანხის გადარიცხვის შემთხვევაში, რეკომენდებულია საგარანტიო თანხის გადარიცხვა განხორციელდეს აუქციონის დაწყებამდე, ხოლო სარეალიზაციო საფასურის გადარიცხვა განხორციელდეს თანხის გადახდის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
8.2.3 გადარიცხვა ხორციელდება შემდეგნაირად: ლოტზე არსებული ჩანართიდან „დანიშნულება“ წარმოდგენილი ჩანაწერი სრული სიზუსტით უნდა მოინიშნოს და იმავე სიზუსტით ჩაიწეროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.
8.2.4 შესაბამისი აუქციონის დასრულების შემდეგ, წარმოდგენილი მეთოდით გადახდილი თანხები განაწილდება შემდეგნაირად:
- აუქციონში დამარცხებულ მომხმარებელს, ასევე აუქციონში რეგისტრირებულ პირს, რომელმაც მონაწილეობა არ მიიღო სააუქციონო ვაჭრობაში, საგარანტიო თანხა უბრუნდება შესაბამისი გადახდის განხორციელების და თანხის დაბრუნების მომენტისათვის ვებსაიტზე პირად მონაცემებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
9. ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურების მეთოდი
9.1 ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც მითითებულია ელექტრონული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა.
9.2 მომხმარებელი, აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საბანკო გარანტიის მიღების თაობაზე, მიმართავს შესაბამის დაწესებულებას. ელექტრონული საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი ვებსაიტზე ირჩევს ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურებას და აწვება ღილაკს „აქტივაცია“. მომხმარებელი ავსებს შესაბამის ველებს, კერძოდ, შეყავს გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგისტრაციის ნომერი და PIN კოდი. ინფორმაციის ვალიდურობის შემთხვევაში, მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს აუქციონში მონაწილეობის მიღებას. ელექტრონული საბანკო გარანტიის პრინციპალს უნდა წარმოადგენდეს ვებსაიტზე რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელსაც სურს შესაბამის აუქციონში მონაწილეობის მიღება.
9.3 მას შემდეგ, რაც დასრულდება აუქციონი, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად გააქტიურებულ იქნა ელექტრონული საბანკო გარანტია, აუქციონში დამარცხებულ მომხმარებელს, ასევე აუქციონში რეგისტრირებულ პირს, რომელმაც მონაწილეობა არ მიიღო სააუქციონო ვაჭრობაში, დაუბრუნდება (განიბლოკება) ელექტრონული საბანკო გარანტია.
10. ინტერნეტმაღაზია
10.1 ინტერნეტმაღაზიის მომსახურებით სარგებლობისთვის მომხმარებელმა საჭიროა გაიაროს ავტორიზაცია.
10.2. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ პროდუქციის შეძენა, რომელსაც მითითებული აქვს სიმბოლო
10.3 სასურველი პროდუქციისა და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ, მომხმარებლის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.
10.4 ინტერნეტმაღაზიის საშუალებით პროდუქციის შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის მის სარეალიზაციო საფასურს.
10.5 ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ვაჭრობისას პროდუქციის სარეალიზაციო საფასურის გადახდა ხორციელდება ვებსაიტიდან საბანკო პლასტიკური ბარათით.
10.6 ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით პროდუქციის შეძენისას, პროდუქციის გატანა ხორციელდება გამყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. თუ მყიდველი დადგენილ ვადაში არ გაიტანს პროდუქციას, იგი კარგავს უფლებას მასზე და მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
11. არასრულწლოვანი პირები
11.1 ვებსაიტის მომსახურებით სარგებლობა, მათ შორის აუქციონის მეშვეობით პროდუქციის შეძენა, აკრძალულია არასრულწლოვანი პირებისთვის.
11.2 მმართველი კომპანია იტოვებს უფლებას, მოიკვლიოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ინფორმაცია ამასთან მიმართებით.
12. კონფიდენციალობა
12.1 მომხმარებელი ვალდებულია, არ გაამჟღავნოს ინფორმაცია თავისი პაროლის შესახებ. თუ სხვადასხვა მიზეზის გამო პაროლი ცნობილი გახდება სხვა პირისთვის, მომხმარებელმა ის უნდა შეცვალოს.
13.2 მომხმარებელი პასუხს აგებს მისი სახელით და არჩეული პაროლით განახორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე.
12. დამატებითი პირობები
12.1 ისეთი სახეობის პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, რომლის რეგისტრაციაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სავალდებულოა შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გონივრულ ვადაში უზრუნველყოს ქონების რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით.
12.2 იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე შეძენილი პროდუქციის გატანა ხდება ქვეყნის საზღვრებს გარეთ, აუქციონში გამარჯვებულს ეკისრება პასუხისმგებლობა შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე.
12.3 აუქციონში გამარჯვებულმა უნდა შეასრულოს შეძენილ ნებისმიერ ნივთთან დაკავშირებით სახელმწიფოს წინაშე წარმოშობილი შესაძლო საგადასახადო ან/და სხვა სახის ვალდებულებები.
12.4 მმართველი კომპანია არ აგებს პასუხს ვებსაიტზე შესვლისას და შესაბამისი ქმედებების განხორციელებისას მომხმარებლის მიერ გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობის გაუმართაობის/მუშაობის შეფერხების და ინტერნეტის წყვეტის გამო გამოწვეულ შესაძლო შედეგებზე.
12.5 მომხმარებლისათვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება ვებსაიტზე მის პირად მონაცემებში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
12.6 ვებსაიტის მეშვეობით აუქციონის გზით პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა პირობა (მათ შორის მიტანის/დამონტაჟების პირობები (ასეთის არსებობისას) და სხვ. მითითებული იქნება პროდუქციის აღწერილობის/პირობების გვერდზე და წინამდებარე პირობებთან ერთად, სავალდებულოა შესასრულებლად როგორც გამყიდველისთვის, ისე მყიდველისთვის.