პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა აღწერს, თუ როგორ ამუშავებს აუქციონის მმართველი კომპანია, შ.პ.ს. „კლუბიკი" მომხმარებლის მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციასა და მონაცემებს, რაც აწესრიგებს ურთიერთობებს ორ მხარეს შორის ამ სფეროში. მომხმარებლის მიერ აუქციონის მმართველი კომპანიისთვის მის შესახებ მიწოდებული ან სხვაგვარად მმართველი კომპანიის ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციის დამუშავება ხდება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული წესით. ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ვებსაიტის www.auction.klubik.ge -ს საშუალებით, ტელეფონით ან სხვა საკომუნიკაციო არხით.
აღნიშნული დოკუმენტით, აუქციონის მმართველ კომპანიას, შ.პ.ს. „კლუბიკს", გვსურს გაგიზიაროთ, თუ რა საფუძვლით და მიზნით მოვიპოვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და რა სამართლებრივი და ტექნიკური საშუალებებით ვიცავთ მათ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაზე თანხმობის განცხადებით, თქვენ აცნობიერებთ და აცხადებთ, რომ თქვენთვის გასაგებია და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდეს ამ პოლიტიკის შესაბამისად.
- ვინ
ვართ
ჩვენ?
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში მითითებები www.auction.klubik.ge -ზე ნიშნავს შ.პ.ს. „კლუბიკის" (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ს/კ: 402060595) (შემდგომში „კომპანია" ან „ჩვენ") მიერ მართულ www.auction.klubik.ge -ს („ვებსაიტი" ან „საიტი"). ჩვენ განვსაზღვრავთ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს.
- ვისთვის
არის
გამიზნული
ეს
დოკუმენტი?
- www.auction.klubik.ge -ის მომხმარებლებისთვის (მათ შორის ყოფილი და/ან მომავალი), ან სხვა პირებისთვის, ვინც გამოხატა ინტერესი კონკრეტულ პროდუქციაზე, არის ჩვენი მომხმარებლის კანონიერი წარმომადგენელი ან საკონტაქტო პირი. ასევე სხვა ნებისმიერი პირისთვის, ვისთანაც ჩვენ პირდაპირი კონტაქტი არ გვაქვს, მაგრამ მისი ინფორმაციის დამუშავება აუცილებელია/სასურველია ჩვენი საქმიანობის განსახორციელებლად ან/და ჩვენი პროდუქციის / მომსახურების გასაუმჯობესებლად.
- როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?
ჩვენთვის თქვენი მონაცემების მიღების წყაროა:
-
- თქვენ მიერ ჩვენი ოფიციალური ვებსაიტის გამოყენება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საიტზე ოპერირებთ, როგორც სტუმარი);
- თქვენ მიერ ჩვენს ვებსაიტზე რეგისტრაცია/ავტორიზაცია;
- პროდუქციის და მომსახურების მიღების მიზნით, თქვენ მიერ ჩვენთვის მომართვა;
- თქვენ მიერ ჩვენი პროდუქციით/მომსახურებებით სარგებლობა;
- საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია.
4. რა არის თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი?
ჩვენსა და მომხმარებლებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის სამართლებრივი ვალდებულებების ეფექტური შესრულების მიზნით, ჩვენ ვახორციელებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებით:
- მომხმარებელთან ურთიერთობის მართვისთვის;
- ახალი პროდუქციისა და მომსახურების დასანერგად;
- თქვენ მიერ ჩვენი პროდუქციით სარგებლობის პროცესის მეთვალყურეობისთვის;
- მარკეტინგული აქტივობების გასახორციელებლად;
- საიტზე აქტივობასთან დაკავშირებული სტატუსის შეტყობინებების გამოსაგზავნად, როგორიცაა მაგ. შესყიდვის წარმატებულად განხორციელების ან განვადების დამტკიცების შეტყობინებები;
- თქვენი მომსახურე ბანკის მიერ ავტომატური სესხის დამტკიცებისთვის;
- ჩვენ პროდუქციასთან და მომსახურებასთან დაკავშირებით მომხმარებლების ქცევის მეთვალყურეობისთვის;
- ჩვენი ბრენდების, პროდუქციისა და მომსახურების განვითარებისთვის/ გაუმჯობესებისთვის;
- ახალი პროდუქციის, სისტემების ან მომსახურების საცდელი გაშვებისთვის;
- ხარისხიანი პროდუქციისა და მომსახურების მიწოდებისთვის;
- თქვენგან უკუკავშირის მიღებისა და პრეტენზიებზე რეაგირებისთვის;
- ჩვენი სისტემების არასათანადო გამოყენებისა და დანაშაულის პრევენციისთვის;
- დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიებისთვის ანგარიშების შესადგენად;
- მომხმარებლის ანგარიშისა და ანგარიშზე ჩარიცხული თანხების მართვისთვის, მომხმარებლის მიერ თანხის ანგარიშიდან გატანისა და თანხებთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების განხორციელებისთვის;
- ჩვენი და ჩვენი მომხმარებლების რისკების მართვისთვის;
- ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ჩვენი უფლებების განხორციელებისთვის;
- ჩვენი და თქვენი კანონიერი ინტერესების დასაცავად;
- სხვა ლეგიტიმური მიზნებით.
5. რა სახის მონაცემებს ვამუშავებთ?
თქვენს შესახებ ინფორმაცია და მონაცემები (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქვემომოცემული მოცულობის ინფორმაციის შეგროვება/შენახვა/გამოყენება/დამუშავება ჩვენ მიერ სავალდებულო არ არის. შ.პ.ს. „კლუბიკი" იტოვებს უფლებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული სხვადასხვა მიზნით, კონკრეტულ შემთხვევებში, საჭიროებისამებრ შეაგროვოს/შეინახოს/გამოიყენოს/დაამუშაოს მონაცემები), რომელთა შეგროვება, შენახვა, გამოყენება და დამუშავება შეგვიძლია, შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს შემდეგი მონაცემებით:
- პერსონალური მონაცემები:
- მომხმარებლის ანგარიშის დეტალები: თქვენ მიერ მომხმარებლის ანგარიშის გახსნისას (რეგისტრაციისას) და პროდუქციით/მომსახურებით სარგებლობისას, თქვენი შეკვეთის/მოთხოვნის დამუშავებისთვის/შესრულებისთვის და წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნებისთვის, შესაძლოა ჩვენ მოგთხოვოთ თქვენს შესახებ კონკრეტული პერსონალური მონაცემების მოწოდება, როგორიცაა: სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი, დაბადების თარიღი, ფაქტობრივი მისამართი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ა.შ. ასევე, საიტზე ავტორიზაციის გავლისა ან/და საგადახდო ოპერაციის განხორციელების მიზნებისთვის, ჩვენ შესაძლოა დავამუშავოთ თქვენი საბანკო ანგარიშის ნომერი და ბარათის დეტალები/მონაცემები, რომლებიც აუცილებელია შესაბამისი მომსახურების გაწევისთვის. საბანკო ანგარიშით ავტორიზებისას, შესაძლებელია, ჩვენ და შესაბამისმა საბანკო ანგარიშით მომსახურე ბანკმა დავამუშავოთ თქვენი საკრედიტო/სადებეტო ინფორმაცია ავტომატური სესხის გაცემისთვის გადაწყვეტილების მისაღებად.
- ნებაყოფლობითი ინფორმაცია: ჩვენ ასევე ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით ნებაყოფლობით სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით. მაგ. როდესაც გვიკავშირდებით ელექტრონული ფოსტით ან გვიზიარებთ თქვენს შესახებ დამატებით ინფორმაციას თქვენს მიერ ჩვენი ვებსაიტის სერვისების გამოყენებით, როგორიცაა მაგალითად ლაივ ჩატები ვებსაიტის მხარდაჭერის გუნდთან (ამგვარის არსებობის შემთხვევაში), ან გვაწვდით პირადი ინტერესების შესახებ ინფორმაციას.
- ავტორიზაციის ისტორია და ტექნიკური ინფორმაცია: მომსახურების გაუმჯობესებისა და მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩვენ ვაგროვებთ თქვენი მოწყობილობით, მათ შორის პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფით გადმოცემულ ტექნიკურ ინფორმაციას (მაგ. თუ რა ტიპის ბრაუზერს და ოპერაციულ სისტემას იყენებს თქვენი მოწყობილობა, რომელ ენას ანიჭებთ უპირატესობას, შესვლის დრო და ვებსაიტის დომენის სახელი, საიდანაც თქვენ უკავშირდებით სერვისებს და ა.შ.).
- მზა ჩანაწერები (Cookies): ჩვენ ვიყენებთ მზა ჩანაწერებს და მსგავს ტექნოლოგიებს თქვენი გამოცდილების პერსონალიზებისა და გაუმჯობესების მიზნით. მზა ჩანაწერებს ვაგროვებთ თქვენთვის ჩვენს ვებსაიტსა და სხვა დისტანციურ პლატფორმებზე ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების, ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების, მომხმარებლის უსაფრთხო ავტორიზაციის, მარკეტინგის, ვებსაიტის დიზაინის ოპტიმიზაციისა და მომხმარებლისთვის უკეთესად ადაპტირების მიზნით.
- ინფორმაცია მოწყობილობის და დაკავშირების შესახებ: თუ თქვენს მოწყობილობაში ტვირთავთ პროგრამულ უზრუნველყოფას, ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ ინფორმაცია იმ კონკრეტული მოწყობილობიდან, რომელსაც თქვენ იყენებთ, რისი მიზანიც არის უსაფრთხოების დაცვა და თაღლითობის შემთხვევების გამოვლენა და პრევენცია. მაგ. ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ ინფორმაცია სხვა პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც გაშვებულია პროგრამულ უზრუნველყოფასთან ერთად და გამოვავლინოთ, ხომ არ იყენებთ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც დაკავშირებულია თაღლითურ ქმედებებთან (მაგ. რობოტები, მავნე პროგრამები, ხელოვნური ინტელექტი და ა.შ.) ან შევამოწმოთ, თუ რომელ კავშირს იყენებთ - VPN-ს თუ Proxy-ს.
- ანალიტიკური ინფორმაცია: ჩვენ შეგვიძლია, შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენს მიერ მომსახურებათა გამოყენების თაობაზე, როგორიცაა აპლიკაციების გამოყენება, ფაილების ძიება, მომხმარებლის აქტიურობა (მაგ. ნანახი გვერდები, კონკრეტულ გვერდზე დახარჯული დრო, ონლაინ გვერდების დათვალიერება, დაწკაპუნებები, ქმედებები და ა.შ.) დროის მარკები, შეტყობინებები და ა.შ. ინფორმაციის შეგროვება ხდება ინციდენტების აღმოფხვრის მიზნით, ასევე თქვენს მიერ მომსახურებათა გამოყენების შესახებ კვლევისა და ანალიზის მიზნებისთვის.
- არაიდენტიფიცირებადი ინფორმაცია:
- ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დეიდენტიფიკაცია და ანონიმიზაცია იმგვარად, რომ ვერ განხორციელდეს თქვენი პირდაპირ ან არაპირდაპირ იდენტიფიცირება. ამგვარად დეიდენტიფიცირებული ინფორმაციის ჩვენ მიერ გამოყენება და გამჟღავნება არ ექვემდებარება პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ფარგლებში არსებულ შეზღუდვებს. ჩვენ შეგვიძლია შეუზღუდავად გავუმჟღავნოთ ეს ინფორმაცია მესამე პირებს ნებისმიერი მიზნით.
6. რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ?
შ.პ.ს. „კლუბიკი" უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების თანმიმდევრული და მაღალი ხარისხით დაცვასა და უსაფრთხოებას.
თქვენს მონაცემებს ვინახავთ იმ ვადით, რაც აუცილებელია დამუშავების მიზნის მისაღწევად. თუ თქვენ აღარ ხართ www.auction.klubik.ge-ს მომხმარებელი, თქვენი მონაცემები შეინახება ამ სფეროში არსებული პოლიტიკით, კანონითა და მარეგულირებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად.
7. ვის ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს?
საჭიროების შემთხვევაში, მონაცემების დამუშავების საფუძვლების არსებობისას, კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგვიძლია გავუზიაროთ www.auction.klubik.ge -ის ჯგუფს და ქვემოთ ჩამოთვლილ სხვა პირებს:
- თქვენს კანონიერ წარმომადგენელს;
- სამართალდამცავ ორგანოებს, მარეგულირებელს ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ორგანოებს;
- მესამე მხარეებს, ვისთვისაც გვთხოვთ (ან ნებას გვრთავთ) თქვენი მონაცემების გაზიარებას;
- მესამე მხარეებს, ვისთვისაც ინფორმაციის გაზიარება აუცილებელია თქვენს მიერ მოთხოვნილი პროდუქციისა და მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად;
- მომსახურების პროვაიდერებს - კომპანიებს, რომლებიც გვიწევენ მომსახურებას ან გასწევენ მომსახურებას ჩვენი სახელით;
- კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ მესამე პირს.
8. პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის მოთხოვნა
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს თქვათ უარი ჩვენგან მარკეტინგული შემოთავაზებების მიღებაზე, რისთვისაც უკუკავშირით უნდა მიმართოთ მხარდაჭერის გუნდს მისამართზე info@klubik.ge. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მაშინაც კი, თუ თქვენ ამოეწერებით ჩვენი მარკეტინგული ფოსტის სიიდან, ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ თქვენთვის ვებსაიტის მომსახურებებთან დაკავშირებული განახლებების შესახებ ინფორმაციისა და შეტყობინებების გამოგზავნა.
9. როგორ ვიცავთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას?
ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის ღონისძიებების დანერგვას და განხორციელებას. ჩვენ მიერ დანერგილ იქნა უსაფრთხოების სათანადო ფიზიკური, ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებები, რათა მოხდეს არასანქცირებული წვდომის პრევენცია და ჩვენ მიერ ინტერნეტით შეგროვებული ინფორმაციის სწორი გამოყენების უზრუნველყოფა. უსაფრთხოების ეს ზომები განსხვავდება ჩვენ მიერ შეგროვებული და შენახული ინფორმაციის დონის მიხედვით.
ჩვენი მომხმარებლების პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, ჩვენ ვიყენებთ კონტროლის სტანდარტულ პროცედურებს და საშუალებებს, როგორიცაა, მაგალითად:
- ქსელის უსაფრთხო ტოპოლოგია, რომელიც მოიცავს შეღწევის პრევენციის და პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის სისტემებს;
- დაშიფრული კავშირი;
- აუთენტიფიკაციის და წვდომის კონტროლი;
- შიდა და გარე აუდიტის ტესტები და ა.შ.
ჩვენ ასევე გვაქვს ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული კონტროლის მექანიზმები, რათა დავიცვათ თქვენი მონაცემები არაავტორიზებული წვდომისგან, გამოყენებისგან, გადაცემისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.
10. ონლაინ უსაფრთხოება
მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნით ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში, არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ არასანქცირებულ წვდომას, ბოროტად იყენებენ ან უკანონოდ აღწევენ სისტემებში. ჩვენ არ ვიძლევით აშკარა, ნაგულისხმევ ან სხვაგვარ გარანტიას, გარდა იმისა, რომ მივიღებთ ყველა ზომას ამგვარი შეღწევის პრევენციისთვის.
11. გარე ბმულები
გვერდი შეიძლება შეიცავდეს სხვა ვებსაიტებზე ჰიპერბმულებს, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ ჩვენგან განსხვავებული პოლიტიკა და მეთოდები. ის ფაქტი, რომ ჩვენ მოვახდინეთ ბმულის მითითება ჩვენ გვერდზე, არ წარმოადგენს ჩვენ მიერ მის მოწონებას, ავტორიზაციას, სპონსორობას ან ჩვენს გაიგივებას ამ გვერდთან, მის მფლობელებთან ან პროვაიდერებთან. სხვა გვერდებზე ბმულები მოცემულია მხოლოდ თქვენი გამოცდილების გამარტივების თვალსაზრისით. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ ჩვენს ვებსაიტთან დაკავშირებული სხვა ვებსაიტების შინაარსზე, უტყუარობაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკასა და საიმედოობაზე. უნდა გახსოვდეთ, რომ რისკები არსებობს ინტერნეტით ნებისმიერი ინფორმაციის, პროდუქციის, პროგრამული უზრუნველყოფის და მომსახურების გამოყენებისას. ინტერნეტით ამ გვერდების გამოყენებამდე, მათზე მინდობამდე და რაიმეს შეძენამდე, დარწმუნდით, რომ სრულად აცნობიერებთ ამ რისკებს.
12. სატელეფონო / ვიდეო ზარები
ჩვენს მხარდაჭერის ოფისში შემავალი და გამომავალი სატელეფონო ზარები იწერება მომსახურების გაუმჯობესების, სწავლების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ასევე ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის მიზნით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას იმ მომსახურებებთან დაკავშირებით, რომლითაც სარგებლობთ.
13. თქვენ უფლება გაქვთ:
- მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე;
- მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
- მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ:
o გაითხოვთ თანხმობას, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს; თანხმობის გათხოვისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ვებსაიტზე „კონტაქტის" გრაფაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
o მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება;
o მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ.
- მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა, თუ:
o სადავოა მონაცემთა ნამდვილობა ან სიზუსტე;
o მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა თქვენ ეწინააღმდეგებით მათ წაშლას და სანაცვლოდ ითხოვთ დაბლოკვას;
o მონაცემები აღარ არის საჭირო მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა თქვენ ისინი გესაჭიროებათ სამართალწარმოების მიზნით;
o მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის განხილვა;
- ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ თანხმობა, რომლითაც მოგვანიჭეთ თქვენი პირადი მონაცემების დამუშავების უფლება. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ დამუშავებას შევწყვეტთ, თუ არ არსებობს პირად მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი;
- წარადგინოთ პრეტენზია ამგვარ დამუშავებასთან დაკავშირებით, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ან სასამართლოში;
- თქვენი უფლებების შეზღუდვა:
o თქვენი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ გათვალისწინებულია კანონით, ან ამ უფლებების რეალიზაციამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ ინტერესებს; ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციათა და უფლებამოსილებათა განხორციელებას; სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას.
14. არასრულწლოვანი პირები
ვებსაიტის მომსახურებები არ არის შექმნილი ან გამიზნული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, პირებისთვის, რომელთაც, რომელიმე იურისდიქციით, მომსახურებათა გამოყენებასთან დაკავშირებით არ მიუღწევიათ კანონიერი თანხმობის ასაკამდე („კანონით სრულწლოვანი"). თუ თქვენ არ ხართ კანონით სრულწლოვანი პირი, თქვენ არ გაქვთ უფლება, ჩამოტვირთოთ ან ისარგებლოთ მომსახურებებით ან მოგვაწოდოთ პერსონალური ინფორმაცია.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ვიქონიოთ წვდომა და შევამოწმოთ თქვენგან მიღებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთვის გახდება ცნობილი, რომ ინფორმაციის გაზიარება მოხდა მომხმარებლის მიერ, რომელსაც არ მიუღწევია სრულწლოვანების ასაკამდე, ჩვენ უფლება გვაქვს, არ გავითვალისწინოთ ეს ინფორმაცია. თუ თქვენ გაქვთ მიზეზი, ივარაუდოთ, რომ ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარება მოხდა არასრულწლოვანი პირის მიერ, გთხოვთ, გვაცნობოთ ამის შესახებ.
15. ცვლილებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში
დროთა განმავლობაში, შესაძლებელია, საჭირო გახდეს ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შეცვლა. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ჩვენ გამოვაქვეყნებთ ამ ცვლილებათა შესახებ ინფორმაციას ჩვენს ვებსაიტზე (ებზე) და მივუთითებთ წინამდებარე პოლიტიკის ცვლილების თარიღს. მოდიფიცირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ძალაში შედის გვერდზე გამოქვეყნებისთანავე. თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ პერიოდულად ეწვიოთ ჩვენს ვებსაიტს და ცვლილების შემთხვევაში, გაეცნოთ შეცვლილ პოლიტიკას. პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, ჩვენთვის თქვენს მიერ ინფორმაციის მოწოდება ან ჩვენი ვებსაიტებით სარგებლობა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ცვლილებებს.
16. გამოყენების პირობები
თქვენს მიერ ჩვენი გვერდის გამოყენება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ გვერდს ეწვევით, როგორც სტუმარი) ნიშნავს, რომ თანახმა ხართ ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების, მათ შორის მზა ჩანაწერების გამოყენებაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს ვებსაიტის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს.
17. თქვენი ვალდებულებები
მომსახურების მიღების მიზნით, აუცილებელია გვქონდეს თქვენს შესახებ სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, თქვენი საკონტაქტო და / ან სხვა ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, შეგვატყობინოთ.
18. კავშირი ჩვენთან
თუკი გაქვთ შეკითხვები ან გსურთ, მიიღოთ მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვახდენთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, დაგვიკავშირდით ელ-ფოსტის მისამართზე info@klubik.ge.